ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ თამარ გაგოშიძის საჯარო ლექცია ჩატარდა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ისაუბრა კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე.
ასევე - მის გავლენაზე ბავშვობის სხვადასხვა პერიოდზე - ჩვილობაში, ადრეულ ასაკში, წინა სასკოლო ასაკში, შუა ბავშვობასა და გარდატეხის ასაკში. მსმენელს საშუალება აქვს ლექცია ხვალაც მოისმინოს. ლექციები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარეობს .