54 წლიანი “წარმატებული საქმიანობისთვის”პედიატრი ლამარა კალანდარიშვილი დააჯილდოვეს

16 ნოემბერი 2018, 00:00 1418 ნახვა

მედიცინაში ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობისთვის 85 წლის ექიმ-პედიატრს ლამარა კალანდარიშვილს დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. მას ჯილდო ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ გადასცა. დაჯილდოვება სიმბოლურად საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრების მედიკოსებთან შეხვედრას დაამთხვიეს. ლამარა კალანდარიშვილი  სამედიცინო  სფეროში 1956  წლიდან  მოღვაწეობს. 2010  წლამდე ექიმ-პედიატრად მუშაობდა დედათა და ბავშვთა ცენტრში. ახლა კი ერთ-ერთ კერძო კლინიკაში მუშაობს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი