არჩევნების მეორე ტურის თარიღი გაერთიანებულმა ოპოზიციამ გაასაჩივრა

16 ნოემბერი 2018, 00:00 1406 ნახვა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი მოძრაობა ძალა ერთობაშიამ და არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გაასაჩივრეს.    მათი განცხადებით, ცესკოს არ ჰქონდა არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის უფლება, რადგან ამით საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს  ხმის მიცემისას   დაბრკოლებები შეექმნებათ.

ოპოზიცია  სასამართლოსგან არჩევნების თარიღის ბათილად ცნობას ითხოვს. საკითხზე კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა . ნინო ლომჯარიას განცხადებით, არსებობს კითხვის ნიშნები. სარჩელი საქალაქო სასამართლომ  2 დღის ვადაში უნდა განიხილოს, შემდეგ კი 2 დღე ექნება მხარეებს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასასაჩივრებლად. 

ამავე კატეგორიაში