თბილისში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

15 ნოემბერი 2018, 00:00 2765 ნახვა

თბილისში ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რამაც მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაშავებულია 3 ადამიანი. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკოსების განცხადებით, მათი მდგომარეობა მძიმეა. 

აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. 

პირველი არხის ინფორმაციით, ამ წუთებში მაშველები კიდევ ორ ადამიანს ეძებენ.

''სამაშველო ჯგუფები, დაახლოებით 30-მდე ადამიანი ჩართულია სამაშველო ღონისძიებებში. ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც დარჩენილი არიან. დაზიანებულია კორპუსის მზიდი კედლები, სარისკოა მუშაობა და დიდი სიფრთხილით მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება. საკმაოდ სწრაფად მოხდა რეაგირება, სწრაფად განხორციელდა ევაკუაცია, რითიც თავიდან ავიცილეთ დიდი მსხვერპლი”, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოვალეობის შემსრულებელმა  შალვა ხუციშვილმა. 

მისივე თქმით, კორპუსის რამდენიმე სართული მთლიანად არის ჩანგრეული.

საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე შემთხვევის ადგილზე იმყოფება. მისი განცხადებით, აფეთქების შედეგად სამშენებლო ფილა მეორე სართულზე ჩავარდა, სადაც დედა და ერთ წლამდე ბავშვი იმყოფებოდნენ, ორივე მათგანს ამ დრომდე ეძებენ. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი