ხვალ, 16 ნოემბერს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სანაპირო კურორტებზე ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს, მთაში კი +9, +11 გრადუსამდე დათბება. 17 ნოემბერს კი კვლავ ცივი და წვიმიანი ამინდი იქნება, როგორც აჭარაში ასევე ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.
ინტენსიურად გავრცელებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გამო, საქართველოში ტემპერატურამ მკვეთრად დაიკო, დღეს დაბლობსა და ბარში წვიმს, მაღალმთიან ზონაში კი თოვს.
ხვალ ნალექის ინტენსივობა დაიკლებს, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. დღისით გამოიდარებს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება სანაპირო კურორტებზეც.
ფოტო: ირინე წუწუნავა