2018 წელს 11 ქალი მოკლეს, მათ შორის 5 ოჯახის წევრმა - შსს

15 ნოემბერი 2018, 00:00 1725 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი 58%-ით შემცირდა. წელს, ქმრის ან ყოფილი ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. 2017 წელს კი 10 მსგავსი შემთხვევა იყო აღრიცხული. 

უწყების ცნობით, 2017 წელს 26 ქალი მოკლეს, მათგან 14 შემთხვევაში დანაშაული ოჯახის წევრმა ჩაიდინა, 12 კი სხვა პირმა. 

2018 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოში 11 ქალი მოკლეს, მათ შორის 5 ოჯახის წევრმა. 

ერთ შემთხვევაში შვილმა მოკლა დედა; დამ - და;  ძმამ - და; მამინაცვალმა - გერი; მოხდა იმ პირის მკვლელობა, რომელთანაც დანაშაულის ჩამდენი პირი ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა.

სხვა პირის მიერ ჩადენილი 6 მკვლელობიდან, ერთ ფაქტზე პარტნიორი დააკავეს.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მომართვიანობა.

ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის 4000-ზე მეტ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო, ხოლო 3000-ზე მეტი პირის მიმართ - სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა.

''პარლამენტში იხილება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლითაც გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა სისხლის სამართლის კოდექსის მთელი რიგი მუხლებისთვის (მათ შორის მკვლელობისთვის) დამამძიმებელ გარემოებად არის გათვალისწინებული'' - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

ფოტო: სოციალური ქსელიდან

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი