სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ყველაზე დაბალბიუჯეტიანი უწყება

13 ნოემბერი 2018, 00:00 1444 ნახვა

სამინისტროებს შორის ყველაზე ნაკლები ბიუჯეტი მომავალ წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექნება, 14 მლნ ლარი, -აქედან 4 მლნ კი გარემოს დაცვის სამმართველოს თანხებია, რომელიც სტრუქტურულად სოფლის მეურნეობის სამინისტროს უერთდება. წელს სამინისტროს ბიუჯეტი 12 მლნ ლარია. შემცირებული საბიუჯეტო თანხის მიუხედავად მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული დარგია და თანხებს ამ სფეროში საერთაშორისო დონორებიც ხარჯავენ.

ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას გეგმავს სოფლის მეორნეობის მინისტრი. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დღეს უმაღლესი საბჭოს გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. დეპუტატებს დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში