„დინამო ბათუმი“ ქვიშის ფეხბურთის მსოფლიოს საუკეთესო გუნდების ათეულშია

13 ნოემბერი 2018, 00:00 1743 ნახვა

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის მოქმედი  ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ 2018 წლის ვარსკვლავთა დაჯილდოების ცერემონიაზე, ყველა დროის საუკეთესო გუნდების ათეულში დასახელდა.ქვიშის ფეხბურთის ვარსკვლავების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას წელს დუბაიმ უმასპინძლა. ამ მიღწევის გარდა დინამო ბათუმის ორ ფეხბურთელს ყველაზე მნიშვნელოვან ნომინაციებში გამარჯვება ხვდათ წილად.

წარმოშობით ესპანელი ლორენცო გომესი, რომელიც დინამო ბათუმში ასპარეზობს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო ასევე დინამოს ფეხბურთელის - ედუ სუარესის გოლი 2018 წლის საუკეთესო გოლად აღიარეს. წელს დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა.დინამო ბათუმის საპლაჟო ფეხბურთის გუნდს დღეს ბათუმის მერიაში უმასპინძლეს. ლაშა კომახიძემ გუნდს წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

ამავე კატეგორიაში