ირმა ხეცურიანი  მსოფლიო თასის  მფლობელია

10 ნოემბერი 2018, 00:00 1302 ნახვა

ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის გამარჯვებულია. ქართველმა პარამოფარიკავემ ფინალში ანგარიშით 15:3 დაამარცხა ბელარუსი ანასტასია კასტიუჩკოვა და თასს დაეუფლა. ირმა ე.წ „პულკიდან“ პირველ ნომრად გავიდა და ფინალამდე წაუგებელი სერია ჩაატარა და ოქროს მედალს დაეუფლა.

რაც შეეხება ნინო თიბილაშის, მან პულკა და ასევე მერვედ ფინალი წარმატებით გადალახა ,თუმცა მეოთხედ ფინალში ჩინელ მოფარიკავესთან 11:15 დამარცხდა. გვანცა ზადიშვილი და მირანდა გიგაშვილი ჩემპიონატს მერვედ ფინალში გამოეთიშნენ. ხვალ სპორტსმენები გუნდურ ჩათვლაში რაპირასა და დაშნაში იასპარეზებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი