მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე აჭარის რეგიონში ამომრჩევლის დაშანტაჟებაზე, ზეწოლასა და მოსყიდვაზე საუბრობენ

10 ნოემბერი 2018, 00:00 1693 ნახვა

„გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები აჭარის რეგიონში მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე არჩევნების პირველ ტურში მათ მიერ დაფიქსირებულ დარღვევებსა და მეორე ტურის შესაძლო გაყალბებაზე საუბრობენ. 

როგორც მათ ოპოზიციური გაერთიანების ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსი პირველ ტურზე გამოიყენა და საჯარო მოხელეების ხმების მიღებას მეორე ტურზეც ცდილობს. 

მურმან დუმბაძე ამომრჩევლის დაშანტაჟებაზე, ზეწოლასა და მოსყიდვაზე საუბრობს, თუმცა მას კონკრეტული ფაქტები დღეს არ გაუსაჯაროებია

„მიმდინარეობს ზეწოლა, სახელისუფლო წნეხი, შანტაჟი, მოსყიდვა, გადმობირება, ჩვენს კოორდინატორებთან მისვლა, ფულის შეთავაზება. ეს ყველაფერი გვახსოვს ყველა ხელისუფლების დროს და სამწუხაროდ, იგივე გრძელდება. მინდა მივმართო მთავრობას, საჯარო მოხელეებს, რომლებიც არიან ჩართული საარჩევნო პროცესში, მივცეთ ადამიანებს საშუალება დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს მეორე ტური“, - განაცხადა დუმბაძემ. 

„ფორმიანი ადამიანი, პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდა საარჩევნო უბნის დახურულ ტერიტორიაზე. ადგილი ჰქონდა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ამომრჩევლის ტოტალურ კონტროლს და იქვე, ადგილზე თანხების გადახდის ფაქტებს - ანგარიშსწორებას ხმის მიცემის სანაცვლოდ“, - განაცხადა მედეა ვასაძემ.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი