ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ "არსიანის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ანსამბლმა სხვადასხვა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. კონცერტი საქველმოქმედო ფონდ ..ოცნების“ ორგანიზებით გაიმართა, შემოსული თანხა ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას მოხმარდება. საღამოს ბოლოს რამდენიმე კერძო კომპანიაც ჩაერთო ქველმოქმედებაში. ფონდმა ,,ოცნებამ“ ისტორიკოსს რეზო ოკუჭავას, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია, 3 ოთახიანი ბინა გადასცა საჩუქრად.