სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში ჩავიდა

08 ნოემბერი 2018, 00:00 1614 ნახვა

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა დღეს სოფელ ატოცში, სადაც რუსი სამხედროები ახალ მავთულხლართებს აბამენ. კანდიდატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის საოკუპაციო ზოლთან ჩავიდა იმისთვის, რომ ყველას დაანახოს როგორი პრეზიდენტი იქნება.

ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე რჩება თუ არა იგივე პოზიციაზე, რომ საქართველომ დაიწყო ომი, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას ეს არასდროს უთქვამს. ცნობისთვის ზურაბიშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა რომ მაშინ ქართულმა მხარემ საკუთარი მოსახლეობა დაბომბა.

ასევე აცხადებდა, რომ საქართველო წამოეგო რუსეთის პროვოკაციებს და სამხედრო ქმედებები პირველად თავად დაიწყო. ატოცში ინციდენტს ჰქონდა ადგილი - პრეზიდენტობის კანდიდატს საოკუპაციო ხაზთან სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განვითარების და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ლანა ღვინჯილია დაუპირისპირდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი