„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას ათ დღეს აძლევს

07 ნოემბერი 2018, 00:00 1561 ნახვა

ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დღეს „ევროპულმა საქართველომ“ ხელისუფლებას შეახსენა, რომ ორ თვეზე მეტია, რაც კომისიამ მუშაობა დაასრულა და მათი რეკომენდაციებიდან არცერთი არ შესრულებულა. "რეზოლუციის მხარდაჭერა იქნება ტესტი „ქართული ოცნებისთვის" - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ისინი 10 დღის ვადაში რამდენიმე რეკომენდაციის შესრულებას მოითხოვენ, მათ შორისაა მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის  და მირზა სუბელიანის ქმედებებზე გამოძიების დაწყება.

რეზოლუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტმა უნდა მოსთხოვოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ამ მიმართვას. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "სწორი საქციელი" არ არის, როცა „ევროპული საქართველოს“ წევრები 7 ნოემბერს, "ულტიმატუმებით გამოდიან". ცნობისთვის ზაზა სარალიძე განაგრძობს აქციას პარლამენტის შენობასთან, იგი უკვე რამდენიმე თვეა მოითხოვს შვილის მკვლელის დასჯას. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი