დუალური განათლების პერსპექტივა

06 ნოემბერი 2018, 00:00 2008 ნახვა

საქართველოში პირველად ტურიზმის სექტორის დუალური პროფესიული განათლების პროგრამის სტუდენტების შუალედური შეფასება გაიმართა.

პრაქტიკული გამოცდა ჩატარდა ბათუმში, ქობულეთსა და თბილისში არსებულ პარტნიორ კომპანიებში, სადაც დასაქმებულნი არიან პროფესიული სტუდენტები და ცოდნასა და საჭირო პროფესიულ უნარებს პრაქტიკული გამოცდილებიდან იღებენ.  

შუალედური გამოცდის მიზანია სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შეფასება, ხარვეზების იდენტიფიცირება, რეკომენდაციების შემუშავება და განათლების ხარისხის გაუმჯობესება.

ამავე კატეგორიაში