ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე, 2017 წლის დეკემბერში, გაზის აფეთქების შედეგად დანგრეული სახლის ნაცვლად ახალი აიგება. პროექტი ზონალურმა საბჭომ გუშინ შეითანხმა.
პროექტის მიხედვით, ძველი ქალაქის ტერიტორიაზე, იგივე მასშტაბის სახლი აიგება. ბინები კი იმ 9 ოჯახს გადაეცემა, რომლებიც აფეთქების შემდეგ საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ და მერიას ქირით ჰყავს გასახლებული.
მშენებარე კომპანიამ ნებართვის მიღების პროცედურა ბათუმის მერიაში უნდა გაიაროს.