საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ გახარიამ განაცხადა, რომ მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტს გაიწვევენ

02 ნოემბერი 2018, 00:00 2655 ნახვა

პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევა მოხდება, უთხრა დღეს პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ. მისი განმარტებით საზოგადოების განწყობის გათვალისწინებით, გადაწყვეტილება მთავრობაში კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. 

''საკითხის პოლიტიკური კონტექსტი ბუნებრივია, არსებობს. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია,  კანონის ირგვლივ მოხდეს კონსენსუსი. ამ კონსენსუსის მიღწევა არსებული  პოლიტიკური ვითარებიდან, მათ შორის არჩევნებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შეუძლებელია. ირაკლი კობახიძემ განაცხადა,  რომ  პარტიაში იყო შეხვედრა, რომლესაც სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა. იქ იყო მიღებული გადაწყვეტილება,  რომ კანონპროექტი გამოვიტანოთ. ეს იყო დღეს პატრიარქთან შეხვედრის ძირითადი თემა. რა თქმა უნდა,  ეს იყო საპატრიარქოსა და პატრიარქის პოზიციაც. ჩვენ დავთანხმდით,  რომ ამ კანონპროექტს მთავრობა უახლოეს პერიოდში გამოიწვევს“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პარლამენტის თავჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი საპატრიარქოში დღეს იმყოფებოდნენ. ისინი ილია მეორეს შეხვდნენ. 

კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. საპატრიარქოს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კანონის მიღებას არ დაუშვებდნენ. გაიმართა საპროტესტო აქციებიც. მოგვიანებით კანონპროექტის განხილვა პარლამენტში შეჩერდა. თუმცა ამ დრომდე მთავრობის წევრები აცხადებდნენ, რომ გაწვევა არ იგეგმებოდა. 

საკითხს ბიძინა ივანიშვილი 23 სექტემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გამოეხმაურა. პარტია ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარემ თქვა, რომ მარიხუანას სამედიცინო და კოსმეტიკური დანიშნულებით წარმოებას მხარს უჭერდა. 

საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ მარიხუანას მოხმარების შესახებ რეგულაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი