გარემოვაჭრეებს პლაზასთან დახლები აღებული დახვდათ

02 ნოემბერი 2018, 00:00 5140 ნახვა

ბათუმი პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების ნაწილს დღეს დახლები და საქონელი აღარ დახვდათ. რაც გააპროტესტეს, ამბობენ, რომ ისინი წინასწარ მერიას არ გაუფრთხილებია და არ  იციან სად წაიღეს მათი პროდუქცია. მერიაში აცხადებენ, მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ საქონელი დასაწყობებულია და უკან დაუბრუნდებათ.

მერიაში განმარტავენ რომ ტერიტორია მომიჯნავე კორპუსის მცხოვრებლების მოთხოვნით დაასუფთავეს, რადგან  მათ ანტისანიტარია და  დაკავებული ტროტუარები პრობლემას უქმნიდა.  გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ  მათ ვაჭრობის უფლებას კორპუსის  მცხოვრებლები არ აძლევენ. იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც, დაზიანდა საქონელიც, ფაქტს ამხანაგობის თავმჯდომარე არ ადასტურებს და ამბობს, რომ  მოვაჭრეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ, რის გამოც პოლიციას მიმართა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში