აშშ-ის საელჩო :- „ვიზიარებთ ეუთოს დასკვნას, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა“

31 ოქტომბერი 2018, 00:00 1673 ნახვა

 აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ქართველ ხალხს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზით, - ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც  საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საელჩო იზიარებს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეშფოთებას საარჩევნო პროცესებში არსებული ხარვეზების შესახებ, როგორიცაა შეუსაბამო ხერხებით ამომრჩეველთა მობილიზაცია და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება.

შეერთებული შტატები გააგრძელებს საარჩევნო გარემოს ყურადღებით დაკვირვებას. მნიშვნელოვანია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,  - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი