''პატრიოტთა ალიანსი'' მმართველი გუნდის მესიჯს იზიარებს - ''სამოქალაქო ომის წინაშე ვდგავართ''

30 ოქტომბერი 2018, 00:00 1876 ნახვა

''ქართული ოცნების'' შემდეგ სამოქალაქო ომზე ''პარტრიორთა ალიანსის'' წევრებიც ალაპარაკდნენ. ისინიც ფიქრობენ, რომ გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ახალი საფრთხეები გაჩნდება. 

გიორგი ლომიას თქმით, ქვეყანა სამოქალაქო ომის წინაშე დგას.''სისხლისღვრა უნდა ავიცილოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გაიმარჯვოს -  განაცხადა  ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ. 

დეპუტატის თქმით, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ ისეთი კანდიდატი ჰყავს, რომლის მხარდაჭერა მისი პარტიის  ამომრჩეველსაც კი უჭირს.

„ქვეყანას ისეთი პრეზიდენტი არ უნდა ჰყავდეს, რომელიც პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ თავისი ხელით იმ ადამიანს დახვრეტდა, რომელმაც სააკაშვილი იმ დანაშაულში ამხილა, რასაც მისი რეჟიმი სჩადიოდა. ციხის კადრებს ვგულისხმობ. გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ ამ ადამიანს მისი ხელით დახვრეტდა. ასეთი ადამიანი ამ ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა იყოს. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის სავარძელში აღმოჩნდება, 2020 წლისთვის კოალიციური მთავრობა შეიქმნება, სადაც შესაძლებელია, რომ უმრავლესობით „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს. ეს პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ ისეთი კანდიდატი ჰყავს, რომლის მხარდაჭერა ჩვენს ამომრჩეველსაც კი უჭირს. „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავის წინააღმდეგ იმუშავა და ამ უმადურობას ხალხი არ პატიობთ. ისეთი ადამიანები დაწინაურდნენ, ვინც „ქართულ ოცნებას“ აგინებდა და მოსახლეობას ხელკეტებით დასდევდა“, – ამბობს ლომიამ.

მმართველი გუნდის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ კი განაცხადა, რომ გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტება ეს იქნება რეალური ნაბიჯი სამოქალაქო ომისკენ.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი