მმართველი გუნდის ერთ-ერთი სახე, დეპუტატი გედევან ფოფხაძე ამბობს რომ გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტება ეს იქნება რეალური ნაბიჯი სამოქალაქო ომისკენ.
''მე მგონია, რომ თუ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით. მე ამაში ფაქტობრივად დარწმუნებული ვარ. ან უფროკატეგორიული ვიქნებოდი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს რევანშისტული განწყობები და ის ამოცანები, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას გააჩნია. ჩამოჰყავს სააკაშვილი, ციხიდან გამოყავს ვანო მერაბიშვილი და ახალაია. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იქნება მიმართული იმ პოლიტიკური ფიგურების ლიკვიდაციისკენ, რომელიც სააკაშვილისთვის წარმოადგენს პრობლემას. მისი პოლიტიკური რეანიმაციისთვის წარმოადგენს პრობლემას'' - თქვა გედევან ფოფხაძემ ჟურნალსიტებტან.
დეპუტატის განმარტებით, ფიზიკურ ლიკვიდაციას არცერთი ქართველი სახლში არ დაელოდება.
''ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რა სურს სააკაშვილს. ამ საფრთხის წინაშე ჩვენ ყველა ერთად ვართ''.