თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 95-ე წლისთავთან დაკავშირებით ბათუმში საზეიმო მიღება გაიმართა. თურქეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ბათუმში თურქეთ-საქართველოს მეგობრობის, რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საზეიმო მიღებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წევრები დაესწრნენ.