ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედება გადავადდა 

30 ოქტომბერი 2018, 00:00 1598 ნახვა

საბანკო რეგულაციები, რომლებიც პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ დაგეგმილი რეგულაციები შერბილდა და ამჟამად, ტექნიკური დეტალების დაზუსტებაზე მიმდინარეობს მუშაობა.

რეგულაციებით შეზღუდვები რამდენიმე მიმართულებით იქნებოდა,  მაგალითად ლიმიტი იპოთეკურ სესხზე,   უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლით,   ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლით. ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.

ამავე კატეგორიაში