#41 უბანზე დამკვირვებელსა და აკრედიტაციის გარეშე მყოფ პირს შორის დაპირისპირება მოხდა /ვიდეო/

28 ოქტომბერი 2018, 00:00 1932 ნახვა

ბათუმში, #41 უბანში, ოპოზიციისა და საიას დამკვირვებლებმა აკრედიტაციის გარეშე მყოფი პირი გამოავლინეს. მათი მტკიცებით, უბანში გარეშე პირი კანონდარღვევით იმყოფებოდა.

დამკვირვებელმა კახა ჯაიანმა მოქალაქეს უბნის დატოვების შესაძლებლობას არ აძლევდა, რასაც უბანში ხმაური მოჰყვა. 

ინციდენტში საარჩევნო უბნის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ, ისინი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებდნენ, რომ გარეშე პირმა უბანში საკვები მიიტანა.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ფაქტზე სარჩივარი დაწერა. რეაგირება ამავე ფაქტზე "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლებსაც ჰქონდათ. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში