საპატრულო პოლიციამ საქმე ქალის ცემის გამო აღძრა და არა ოპოზიციის ბრალდებაზე

28 ოქტომბერი 2018, 00:00 2049 ნახვა

კენჭისყრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცემის ან სხვაგვარი ძალადობის მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ბათუმში, მე-9 უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უწყებაში შეტყობინება დღეს, რამდენიმე საათის წინ შევიდა. 

მოქალაქე ლამარა კენჭაძის თქმით, პირველ საჯარო სკოლაში მდებარე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ​ჯელალ ქიქავამ მას შეურაცხყოფა მიაყენა.

საქმის განხილვას კი დაპირისპირება მოჰყვა. 

''გაერთიანებული ოპოზიციის'' წარმომადგენლებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ  „ქართული ოცნების" აქტივისტები მოქალაქეებს ხმის მიცემის სანაცვლოდ ფულს გადასცემდნენ.  ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებით საარჩევნო უბნებთან მობილიზებული არიან ბათუმის მერიის სამსახურების თანამშრომლები, რომლებიც აქტივისტების მობილიზებას ახდენენ, ასევე ფულს არიგებენ. თუმცა ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მხოლოდ ცემის ფაქტზე დაიწყო. 

ბრალდებებს ''ქართული ოცნების'' უარყოფენ და ოპოზიციას პროვოკაციაში ადანაშაულებენ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი