სოფელ წყავროკაში კენჭისყრის პროცედურა განახლდება

28 ოქტომბერი 2018, 00:00 1618 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში კენჭისყრის პროცედურა განახლდება. საკითხის შესწავლის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციამ  გადაწყვეტილება  მიიღო -  ყველა ამომრჩეველს, რომელიც უბანზე მივა ტექნიკური ხარვეზების შესახებ ​დეტალურად მიაწვდიან ინფორმაციას.

ასევე თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრავენ განცხადებას, იმის შესახებ, რომ ბიულეტენში 51 ნომერი კარგად არ ჩანს და ვიდრე გადაწყვეტილება მიიღებენ უნდა დააკვირდნენ. 

32-ე საარჩევნო უბანზე 1270 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ქობულეთის ოლქის თავმჯდომარის ინფორმაციით, ბიულეტენებთან დაკავშირებული მსგავსი სახის ხარვეზი, არცერთ სხვა უბანზე არ ფიქსირდება.

დაახლოებით ერთი საათია წყავროკაში მოქალაქეები ხმის მიცემას ვერ ახერხებენ. 

ამავე კატეგორიაში