ქვეყნის მასშტაბით ხვალინდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, 3 მილიონ 518 ათას 877 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ცესკოს ინფორმაციით, დილის 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად.
ბათუმის #79-ე ოლქში 102 საარჩევნო უბანი გაიხსნება, ერთი კი სპეცუბანი. ხელვაჩაურის #83-ე ოლქში 44 ათას 898 ამომრჩეველია რეგისტრირებული აქ 46 უბანი გაიხსნება. არიან თუ არა უბნები ხვალინდელი არჩევნებისთვის მზად?