რამდენი მონიტორი ეყოლება არასამთავრობო სექტორს აჭარაში?

27 ოქტომბერი 2018, 00:00 1391 ნახვა

საპრეზიდენტო არჩევნებზე  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - ს“ აჭარაში  52 დამკვირვებელი ეყოლება.  მათი ძირითადი ნაწილი ბათუმში იმუშავებს, ნაწილი კი ქობულეთსა და ხელვაჩაურში. უბნებზე მობილური ჯგუფები  გადაადგილდებიან და  მონიტორინგს გაუწევენ საარჩევნო პროცესს.

რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, ორგანიზაცია რეგიონში 25 დამკვირვებლით იქნება წარმოდგენილი. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, აჭარა არჩევნებს მშვიდ ვითარებაში ხვდება.  საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს აჭარაში „სამართლიანი არჩევნები“-ს წარმომადგენლები და  სხვა ადგილობრივი ორგანიზაციები დააკვირდებიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი