ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი ტრაპიზონში დააკავეს - წერს თურქული მედია

25 ოქტომბერი 2018, 00:00 5980 ნახვა

თურქული მედიის ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი ტრაპიზონში დააკავეს. ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ლავასოღლის საქართველოში   ქურდული სამყაროს წევრობა  ედება ბრალად.

მიდია გორაძის ადვოკატი ''ლავასოღლის დაკავების ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს. 

მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი", კანონიერი ქურდი საქართველოს მართლმსაჯულებამ სისხლის სამართლის დამნაშავედ 2017 წლის 21 ივლისს გამოაცხადა და მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლით მიუსაჯა.

ლავასოღლის პროკურატურა კანონიერი ქურდობას, 2015 წლის 24 თებერვალს ჟურნალისტზე მუქარასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას ედავებოდა.

პროკურატურამ ერთხელ უკვე გასამართლებულ ლავასოღლის, 2018 წლის 18 ივლისს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენა, ამჯერადაც მას ქურდული სამყაროს წევრობასა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობას ედავება.

ბოლო პერიოდში, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ღიად საუბრობენ იმაზე, რომ კრიმინალური ავტორიტეტი აქტიურად იყო ჩაბმული რეგიონში მიმდინარე პროცესებში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი