დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი გუნდი მხარს უჭერს, სპორტის სასახლეში შემაჯამებელი კამპანია გამართა. მხარდამჭერებთან შეხვედრას ქართული ოცნების თავმჯდომარე და მმართველი გუნდის ლიდერები ესწრებოდნენ. მათ შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.
კანდიდატის შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრას, სალომე ზურაბიშვილის შვილები ესწრებოდნენ. შეკრებილებს სიტყვით მიმართა სალომე ზურაბიშვილის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა.