საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური შედეგები

25 ოქტომბერი 2018, 00:00 2243 ნახვა

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური შედეგები ცნობილია. ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა და სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წარმოდგენილია ტელევიზიების, რადიოების, ბეჭდური და ონლაინ მედიის მონიტორინგი, სადაც მთავარ მიგნებებს შორისაა: კანდიდატების ნეგატიური გაშუქება, სიძულვილის ენის საგრძნობი შემცირება ტელევიზიებში, მაგრამ ჭარბად გამოყენება ბეჭდურ მედიასა და ონლაინ გამოცემებში, ასევე პოლიტიკური მიკერძოებების ნიშნები რადიოებში. 

ანგარიშის თანახმად, ახალ ამბებში პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ყველაზე მეტად სალომე ზურაბიშვილი გაშუქდა. ზურაბიშვილი ყველაზე დადებითად 9%-ით „ობიექტივის“ ეთერში გაშუქდა, ხოლო ყველაზე უარყოფითად - 56%-ით „რუსთავი 2“-ში. ყველა არხის მონაცემებით, ყველაზე მეტად საქართველოს მთავრობა გაშუქდა.  ანგარიშის თანახმად, 2017 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით სიძულვილის ენისა და შეუსაბამო  ტერმინოლოგიის  საინფორმაციო გამოშვებებში ტირაჟირება კიდევ უფრო ნაკლებია.  

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი