ხულოს ყოფილი მერი მუშაობას შემოსავლების სამსახურში იწყებს

25 ოქტომბერი 2018, 00:00 2858 ნახვა

ხულოს ყოფილი მერი გოჩა მელაძე შემოსავლების სამსახურში იმუშავებს. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ შეთავაზება სამსახურის წარმომადგენლებისგან მიიღო და დათანხმდა.

​გოჩა მელაძე ახალ სამსახურში დღეს გამოცხადდა. 

ზუსტად 8 დღის წინ, ხულოს არჩეული მერი შვებულებიდან დაბრუნდა, მისი პირველი მოადგილის ლაშა ბოლქვაძის სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დააკმაყოფილა, ახალი მოადგილე დანიშნა, შემდეგ კი დაკავებული პოსტი თავადაც დატოვა. 

მელაზე შვებულების დროს, "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შტაბსაც ხელმძღვანელობდა. ის ანზორ ბოლქვაძემ უკვე ჩაანაცვლა.  

გოჩა მელაძე ხულოს მერად გასული წლის ოქტომბერში აირჩიეს. 

რაც შეეხება პირველ მოადგილეს, ლაშა ბოლქვაძე ის გუშინ Goderdzi Resorts-ის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი