ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი 40 წლისაა. საიუბილეო ღონისძიება ბათუმის მუსიკალურ ცენტრში დღეს 19 საათზე გაიმართება. სპეციალურად ღონისძიებისთვის ბათუმში ჩამოვიდნენ ხორვატიელი დირიჟორი დეჯან სევიჩი და იტალიაში მოღვაწე ქართველი სოპრანო ნინო ლეჟავა, რომელმაც მიუზიკლში „ქეთო და კოტე“ ქეთოს როლი შეასრულა.
ნინო ლეჟავა საიუბილეო კონცერტზე შეასრულებს მუსიკალურ ნაწარმოებს ბელინის „ყაჩაღებს“ რომელიც საქართველოში ჯერ არ შესრულებულა. საიუბილეო ღონისძიების მეორე დღეს ქართველი სოპრანო ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლაში მასტერ კლასს გამართავს და ასევე ხოსე კარერასის მასტერკალსისთვის მონაწილეებს შეარჩევს. მასტერკლასი იტალიაში, პეზაროს როსისნის სახელობის კონსერვატორიის პედროტის სახელობის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება. 16-დან 40-წლამდე საოპერო მომღერლებს შეუძლიათ მონაწილეობა შესარჩევ მოსმენაში. მასტერკლასი ფასიანია, თუმცა ნინო ლეჟავა ერთ-ერთს თავად დააფინანსებს.