ახალ წლისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტი ახალ მისამართზე გადავა. სამსართულიანი შენობა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აშენდა.
შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. ინსტიტუტში ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კვლევები ხორციელდება მცენარეთა დაცვისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით. მას შემდეგ რაც ობიექტი 2012 წელს ინვესტორზე გასხვისდა, დღის წესრიგში ალტერნატიული ფართის მოძიების საკითხი დადგა.
მშენებლობისთვის მილიონ 600 ათასი ლარი დაიხარჯა. სამშენებლო პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და უნივერსიტეტის რექტორი გაეცნენ.