„სიკეთის სახლის“ მშენებელობა განახლდა

21 ოქტომბერი 2018, 00:00 1939 ნახვა

პროექტ „სიკეთის სახლის“ მშენებლობა განახლდა. სოციალური პროექტით ბინების მშენებლობა 2 წლის წინ დაიწყო, თუმცა უცხოურმა კომპანიამ, რომელთანაც ხელშეკრულება იყო გაფორმებული სამუშაოები არ შეასრულა. მშენებლობის გაგრძელებაში ხელშეწყობის თხოვნით გაიმართა აქციებიც, ერთ-ერთი ორგანიზატორი მიხეილ ტყებუჩავა კი 19 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

პროექტს საქველმოქმედო ფონდი „კეთილსოფელი“ ახორციელებს. ამ ეტაპზე მათ პროექტის გაგრძელებაში ბიზნესმენი დაეხმარა. თუმცა იმის გამო, რომ თანხები საკმარისი არ არის ისინი საქართველოს მოსახლეობასა და მთავრობას კვლავ დახმარების თხოვნით მიმართავენ. „სიკეთის სახლში“ 20 სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახი იცხოვრებს, რომლთაც ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ჰყავთ.

ამავე კატეგორიაში