„სტადიონის“ ყოფილი დირექტორი მუშაობას უმაღლეს საბჭოში გააგრძელებს

20 ოქტომბერი 2018, 00:00 2303 ნახვა

შპს “სტადიონის“ ყოფილმა დირექტორმა ზურაბ ჭურკვეიძემ დაახლოებით 5 თვიანი მუშაობის შემდეგ  თანამდებობა დატოვა, ის მუშაობას აჭარის უმაღლეს საბჭოში გააგრძელებს. ზურაბ ჭურკვეიძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსად დაინიშნა.  მანამდე ამ თანამდებობას ზაურ ახვლედიანი იკავებდა, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი გახდა.

ზურაბ ჭურკვეიძე გადაწყვეტილებას როტაციის პრინციპით ხსნის და ამბობს, რომ შეთავაზება პირადად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისგან, დავით გაბაიძისგან მიიღო.  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ შპს “სტადიონის“ დირექტორი მალხაზ მახარაძე გახდა. ის კურორტ გოდერძის მოქმედი დირექტორია, პარალელურად კი სამინისტროს კიდევ ერთ შპს უხელმძღვანელებს.

ამავე კატეგორიაში