საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრება „ძლიერთა თამაშებში

18 ოქტომბერი 2018, 00:00 2431 ნახვა

საერთაშორისო შეჯიბრება - „ძლიერთა თამაშები 2018" წელს ავსტრალიაში გაიმართება. საქართველოდან სიდნეიში 15 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დღეს გაემგზავრა.  წელს  ქართველი სამხედროები საქართველოს სახელით სპორტის შვიდ სახეობაში იასპარეზებენ.

გასულ წელს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო ოპერაციებში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა, კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებზე“, მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა გადასცა.  „ძლიერთა თამაშები“ ოფიციალურად 20 ოქტომბერს გაიხსნება.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში