ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ ისევ ომარ ვარშანიძე აირჩიეს

16 ოქტომბერი 2018, 00:00 2256 ნახვა

ხელვაჩაურის 83 საოლქო საარჩევნო კომისიაში ოლქის თავმჯდომარე აირჩიეს. მოქმედ თავმჯდომარეს, ომარ ვარშანიძეს დღეს  ოლქის წევრობის ვადა ამოეწურა და კომისიამ  ის ხელახლა 5 წლის ვადით  აირჩია.   ფაქტი გააპროტესტა ოლქში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა. თემურ დუმბაძის განცხადებით ნაციონალურ მოძრაობის ხელვაჩაურის  საოლქო კომისიის წინააღმდეგ საჩივარი აქვს შეტანილი ცესკოში, რომლის განხილვის დასრულებამდე  ვარშანიძე ოლქის თავმჯდომარედ არ უნდა არჩეულიყო. ბრალდებები უარყო ომარ ვარშანიძემ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში