ავტოსაგზაო შემთხვევების მზადრი სტატისტიკა და მასთან დაკავშირებული პრობლემები შეაჯამეს საავტომობილო ფედერაციის წევრებმა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებს ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და გამოუცდელი მძღოლები იწვევენ.
საავტომობილო ფედერაციის წევრები ამბობენ, რომ ამ მიმართულებით სისტემის გამართვა აუცილებელია და განათლების მიღებას მოქალაქეები ბაღის ასაკიდან უნდა იწყებდნენ.