სოფელ ყინჩაურის მცხოვრებლები ხელმოწერებს აგროვებენ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას გეგმავენ. მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა უსაფრთხო ადგილას განსახლებაა. ყინჩაურელებმა ჰესის მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ გამაფრთხილებელი აქცია გასულ კვირას გამართეს. ისინი უსაფრთხოების გარანტიას ითხოვდნენ.
„ არავის კერძო და საჯარო ინტერესი არ შეილახება, ჩემი კი როგორც მერის მოვალეობაა ვიდგე ხალხის გვერდით“-ასე გამოეხმაურა ხულოს მერი ყინჩაურის მცხოვრებლების მოთხოვნებს. გოჩა მელაძე ამბობს , რომ კომპანია „აჭარის წყალი ჯორჯია“-სთან მოლაპარაკება ჰქონდა და მიიღო დაპირება, რომ მოქალაქეების ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. ხულოს მერის ინფორმაციით ამის შესახებ ადგილობრივები ინფორმირებულები არიან.