სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რიგი საარჩევნო სუბიექტის შემომწირველებთან, მათ შორის იმ ექიმებთან დაკავშირებით, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილს სოლიდური თანხები შესწირეს, სასამართლოს მიმართა.
უწყება სასამართლოსგან ითხოვს ნებართვას, მიიღოს წვდომა შემომწირველების დეკლარირებულ შემოსავლებზე. აუდიტორებს ლიდერი საარჩევნო სუბიექტების სასარგებლოდ განხორციელებულ ზოგიერთ შემოწირულებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. მათ შორისაა რამდენიმე ათეული ექიმი, რომელთაც სალომე ზურაბიშვილს მსხვილი თანხები შესწირეს.