„ადამიანის  უფლებები“ - ქართული და ევროპული კანონმდებლობა 

10 ოქტომბერი 2018, 00:00 1833 ნახვა

ტოლერანტობა, ადამიანის უფლებები და რელიგიის თავისუფლება - სასულიერო პირები ბათუმში ეროვნულ კანონმდებლობას და ევროპულ გამოცდილებებს ეცნობიან. შეხვედრის მონაწილეები მიღებენ ასევე ინფორმაციას  საერთაშორისო კონვენციებსა და რელიგიურ საკითხებზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.  სხვადასხვა აღმსარებლობის სასულიერო პირები ერთ სივრცეში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ შეკრიბა, რომელიც მთავრობასა და  რელიგიურ კონფენსიებს შორის მაკოორდინირებელი რგოლია.

შეხვედრა ადამიანის უფლებების სამოქმედო სამთავრობო გეგმის ფარგლებში იმართება და მას  სააგენტოს ხელმძღვანელიც ესწრებოდა. ზაზა ვაშაყმაძის ინფორმაციით, ადამიანის უფლებების შესახებ ევროპულ და ევროპულ კანონმდებლობას  სტუდენტებსა და ჟურნალისტებსაც გააცნობენ. ისაუბრა სააგენტოს როლზე და განაცხადა, რომ რელიგიური თემების რიცხვი, რომლებიც სახელმწიფოსგან საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის გამო  კომპენსაციას იღებს შესაძლოა კიდევ ორით გაიზარდოს.  სახელმწიფომ მიიჩნია, რომ უფლებები დაირღვა. აწარაში მცხოვრებელი მუსლიმი მრევლის ნაწილი ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვს და სასამართლო დავაც აქვთ. ამის გამო დღეს რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა საკითხის შეფასებისგან თავი შეიკავა. მუფთმა კი განაცხადა, რომ მრევლს უფლება აქვს ილოცოს მეჩეთში და სახელმწიფოს გადაწყვეტილების იმედად რჩება. 

ამავე კატეგორიაში