ჩვენ აქედან რომ დაბომბვა დავიწყეთ, იმათაც რომ გამოესროლათ, რა გვეშველებოდა - გორის მერი

09 ოქტომბერი 2018, 00:00 2023 ნახვა

''ჩვენ რომ აქედან დაბომბვა დავიწყეთ, იმათაც რომ ერთი გამოესროლათ, წარმოგიდგენიათ რა გვეშველებოდა? - ეს ფრაზა გორის მერს უკუთვნის. კონსტანტინე თავზარაშვილმა კარალეთის დასახლებაში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე ამ კონტექსტში ისაუბრა.  

''ჩვენთან არავინ არ იყო გაფრთხილებული. ხომ შეიძლება აქედან რომ ისროლე, იმათაც გამოეშვათ საპასუხო. აქ რა მოხდებოდა წარმოგიდგენიათ. ჩვენ მერე, მეორე დილით რვაში გავიგეთ, რა ხდებოდა. ჩვენ რომ აქედან დაბომბვა დავიწყეთ, იმათაც რომ ერთი გამოესროლათ რა გვეშველებოდა'' - უთხრა მოსახლეობას მერმა.  

მოგვიანებით კონსტანტინე თავზარაშვილმა ჟურნალისტებთან დამატებითი განმარტებები გააკეთა და განაცხადა, რომ რუსეთის პროვოკაციების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

“მე მოსახლეობას ამას განვუმარტავდი, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, მაგრამ იყო ისეთი პროვოკაციები, რომ ჩვენს მაშინდელ ხელისუფლებას შეეძლო, ეს პროვოკაციები აეცილებინა და ამ ომში არ ჩაბმულიყო.ამასთან დაკავშირებით ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც აფრთხილებდნენ მიხეილ სააკაშვილს'' – განმარტა გორის მერმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 

მოსახლეობასთან შეხვედრის ამსახველი მასალა კი ტელეკომპანია “თრიალეთმა'' გაავრცელა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი