მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ პროექტის გადამუშავებული ვარიანტი დღეს პლენარულ სესიაზე გადის. კანონმდებლების მსჯელობის შემდეგ, დოკუმენტი ბოლო შესწორებებისთვის კვლავ მთავრობას გადაეგზავნება.
არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით, 3 მილიარდი ლარით არის გაზრდილი. მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების გაზრდილი დაფინანსება. ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში ჩართვისკენ გუშინდელ პლენარულ სხდომაზე პარლაემნტის თავმჯდომარემ გახარია საქართველოსთვის წევრებსაც მოუწოდა.