პრემიერ-მინისტრი ნატოსთან საქართველოს ახლად დანიშნულ წარმომადგენელ ირაკლი ბერაიასა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს ვარლამ ავალიანს შეხვდა

12 ნოემბერი 2025, 14:25 114 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელ ირაკლი ბერაიასა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვარლამ ავალიანს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს თანამდებობეზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ირაკლი ბერაია წლების განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე - საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში. სხვადასხვა პერიოდში ირაკლი ბერაია  ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობებზე მუშაობდა.

ვარლამ ავალიანი  2021-2025 წლებში  მედიაჰოლდინგის გენერალური დირექტორი იყო, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს და რამდენიმე მედია პლატფორმას აერთიანებს,  ასევე,  2019-2021  წლებში იყო  ,,სტუდია მაესტრო“-ს აღმასრულებელი დირექტორი. ის 2014-2018 წლებში მუშაობდა საკონსულტაციო კომპანიებში კომუნიკაციების კონსულტანტად, ხოლო  2012-2014 წლებში იკავებდა  საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლისა და  მოადგილის თანამდებობებს. ვარლამ ავალიანი 1999-2013 წლებში იყო ჟურნალისტი  სხვადასხვა ტელეკომპანიებში.

 

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე