მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები და საწარმოების მზადყოფნა - ამ თემებზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა იწყება. მინისტრი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდება. იმსჯელებენ ციტრუსის დამზადების, შემფუთავი საწარმოების ტარით უზრუნველყოფისა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიწოდების საკითხებზე. წელს ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი 50-60 ათას ტონაა.