პროტესტი ახალხოფელში - რა გახდა მძღოლის გადაცვალების მიზეზი

08 ოქტომბერი 2018, 00:00 1235 ნახვა

ახალსოფელში 61 წლის კაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოლიციისა და მოქალაქეების ვერსია განსხვავებულია.  შინაგან საქმეთა სამინისტრო გენინსპექციის  მოკვლევის პირველად შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მამაკაცი რამდენჯერმე თხოვნის შემდეგ, საკუთარ სახლთან შეამოწმეს ალკოტესტზე, თუმცა იგი არ იყო ნასვამ მდგომარეობაში.

პოლიციის ცხნობით ამ შემთვევიდან 15-20 წუთში სთხოვეს დახმარება მოქალაქეებმა პოლიციელებს, რის შემდეგაც შუახნის კაცი გარდაიცვალა. თვითმხილველები კი ამტკიცებენ, რომ გარდაცვლილმა, ალკოტესტის გამო აფთიაქში მისვლა და წამლის დალევა ვერ მოასწრო, რის გამოც შეუძოდ გახდა და გარდაიცვალა.  შსს-ს ცნობით მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა, სასწრაფო სამედიცინო დაწესებულებაში კი ამბობენ, რომ კაცი მათ გარდაცვლილი დახვდათ, მაგრამ ოჯახის წევრების მოთხოვნით გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.

საქმე შემდგომი გამოძიებისთვის გადაიგზავნა პროკურატურაში. გამოძიების დასრულებამდე კი პატრულ-ინსპექტორებს შეუჩერდათ სამსახურებრივი უფლებამოსილება. გამოძიება  თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.   

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი