ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის პირველობის ჩემპიონია

07 ოქტომბერი 2018, 00:00 2306 ნახვა

პეკინში ჩინეთის პირველობის ფინალი,  ნიკოლოზ ბასილაშვილის ტრიუმფით დასრულდა.

მან ტურნირის პირველი ნომერი და მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო საათსა და 41 წუთში ორ სეტში დაამარცხა – 6:4, 6:4. ბასილაშვილი და დელ პოტრო დღემდე მხოლოდ ერთხელ არიან შეხვედრილები, წინა სეზონში შანხაის მასტერსზე არგენტინელს სამი სეტი დასჭირდა ქართველის დასამარცხებლად.

ბასილაშვილმა ამ სეზონში მეორეჯერ მოიგო ტურნირი, მან 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და 733 ათას 320 დოლარი ერგო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიკა 23-ე ჩოგანი გახდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი