რამდენიმე წუთში სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელი პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი გივი ჯიბლაძისა და თორნიკე ჯანელიძისთვის ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების სახის გამოყენებას ითხოვს. დაკავებულებს ბრალად თაღლითობა ედებათ.
გამოძიების ინფორმაციით, მათ მიმართ გამოძიება დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე დაიწყო. საუაბრია 3 მილიონ 356 ათას 385 ლარზე.