ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განთავსების წესი - საკონსტიტუციო სარჩელი

02 ოქტომბერი 2018, 00:00 1794 ნახვა

საქართველოს მოქალაქე პარლამენტის წინააღმდეგ.  საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქე მარიანნა მანველიანის სარჩელს განიხილავს. სადაო ნორმა ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით პირის სტაციონარში იძულებით განთავსებას ეხება.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ წინაპირობები რომელთა არსებობისას  პაციენტი ექვემდებარება არანებაყოფლობით მკურნალობას, განუსაზღვრელი და ბუნდოვანია. არსებობს პირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში თვითნებურად მოთავსების რისკი. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმაზე დაყრდნობით, პირი, შესაძლოა, მხოლოდ საკუთარი რწმენიდან მომდინარე ქცევის ან საზოგადოებისაგან განმარტოების გამო ჩაითვალოს ფსიქიკური აშლილობის მქონედ და დაექვემდებაროს იძულებით მკურნალობას. გარდა ამისა, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის სტაციონარში მოთავსება მკურნალობის ერთადერთი საშუალებაა და კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ფსიქიატრიული დახმარების ალტერნატიულ მეთოდს. ამდენად, სადავო რეგულაცია განაპირობებს პირის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევას, ასევე არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, ღირსებასა და რწმენის თავისუფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლოში ამ წუთებში განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს. საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი