აჭარის მთავრობის ოთხი დეპარტამენტი სამინისტროებს უერთდება - პროექტი საკანონმდებლო ორგანოშია

30 სექტემბერი 2018, 00:00 1395 ნახვა

აჭარის მთავრობამ სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ დოკუმენტი უმაღლეს საბჭოში გადაიგზავნა.  სამი მოსმენის შემდეგ, 4 დეპარტამენტი სამინისტროებს შეუერთდება. პროექტის დამტკიცება ნოემბრის ბოლომდე უნდა მოხდეს.

ცვლილებით, ოთხი საქვეუწყებო დაწესებულება სამინისტროების დაქვემდებარებაში გადავა. რეორგანიზაცია აჭარის ახალი კონსტიტუციისა და მთავრობის სტრუქტურის და უფლებამოსილების კანონის შესაბამისად მოხდა. რეგიონის ეკონომიკის სამინისტროს გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვისა და ტურიზმის დეპარტამენტები დაექვემდებარება.

გარემოს დაცვის სამმართველო სოფლის მეურნეობის სამინისტროში იმუშავებს, საარქივო სამმართველო კი განათლების,  მეცნიერების,  კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაექვემდებარება.

აჭარის მთავრობის სტრუქტურის ახალი კონფიგურაციის კანონპროექტი დასამტკიცებლად აჭარის უმაღლეს საბჭოს გადაეგზავნა.  2019 წლიდან დეპარტამენტების ოპტიმიზაცია დაიწყება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი